loader

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ირაკლი კობახიძე, შესაძლოა, პრემიერი გახდეს, ირაკლი ღარიბაშვილი კი - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ირაკლი კობახიძე, შესაძლოა, პრემიერი გახდეს, ირაკლი ღარიბაშვილი კი - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინფორმაციას, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს, სპეკულაციას უწოდებს.

მისი თქმით, ასეთი სპეკულაცია ბევრჯერ ყოფილა.

„სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, რატომ აღარ ჩანს ბიძინა ივანიშვილი და ჰქონდა თუ არა მას კომუნიკაცია პარტიის რომელიმე ლიდერთან ბოლო პერიოდში.

პაპუაშვილმა თქვა, რომ ამ თემით არ დაინტერესებულა.

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, რათა აქტიურად იყოს ჩართული პარტიულ საქმიანობასა და საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.