"მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ წერეთლის გამზირთან დაკავშირებით" - კახა კალაძე
დღისა და ღამის განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წერეთლის გამზირიდან „ფეისბუქის“ პირდაპირ ჩართვაში განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამჟამად, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის მესამე ფენა იგება.