loader

" საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები მინიმუმ 10-ჯერაა შესამცირებელი - ეს არის საბიუჯეტო ყაჩაღობა..." - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

" საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები მინიმუმ 10-ჯერაა შესამცირებელი - ეს არის საბიუჯეტო ყაჩაღობა..." - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს - იგი წერს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები საგრძნობლად არის გაზრდილი.

სააკაშვილი ფაქტს საბიუჯეტო ყაჩაღობას უწოდებს და ამბობს, რომ თანხები მინიმუმ 10-ჯერ არის შესამცირებელი.

"თავის დროზე, მე გავაუქმე ავტომობილების ტექდათვალიერება და ახლაც ვაპირებ, რომ ხელი შევუწყო აუცილებელი ტექდათვალიერების გაუქმებას. უნდა დავტოვოთ მხოლოდ ნებაყოფლობითი ტექდათვალიერება და მისი წახალისების მიზნით, ისიც უფასოდაა გასაკეთებელი.

ასევე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები მთავრობამ მკვეთრად გაზარდა, ყველგან კამერები აყენია და ძალიან ხშირად და დიდი თანხებით აჯარიმებენ. ჯარიმები მინიმუმ 10-ჯერაა შესამცირებელი. ეს არის საბიუჯეტო ყაჩაღობა, რომელიც დასასრულებელია", - წერს სააკაშვილი.