loader

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლება დროებით გადადო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლება დროებით გადადო

თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლება გადაიდო. როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი დაიწყო.

ინფორმაციისთვის, ზანდუკელის N2-ში დღეს, 10:00 საათზე, უნდა გამოესახლებინა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მრავალსულიანი ოჯახი.

ადგილზე ოჯახის მხარდასაჭერად მოქალაქეები დილიდან არიან შეკრებილი.

ცნობისთვის, ზანდუკელის N2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან დღეს ბალახაძეების 7-სულიანი ოჯახის გამოსახლება იყო დაგეგმილი. როგორც ელგუჯა ბალახაძე ამბობს, მათ სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აიღეს.