რამდენი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა იანვარში გრიპით გარდაცვალების? - თენგიზ ცერცვაძე დეტალებზე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში იანვარში გრიპით გარდაცვალების სამი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ცერცვაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "თავისუფალი სტუდია“ ისაუბრა.
მისივე თქმით, ამავე პერიოდში საქართველოში "კოვიდ 19“-ით გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა.
"გვქონდა გრიპით გარდაცვალების სამი დადასტურებული შემთხვევა. მაგალითისთვის მოგახსენებთ, რომ აშშ-ში წინა კვირაში გრიპით გარდაცვალების 569 შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო კვირაში კი - 271. იგმავე ამერიკაში "კოვიდით“ 410 გარდაცვალება დაფიქსირდა. საქართველოში "კოვიდით“ გარდაცვალება არ ყოფილა“, - აღნიშნა ცერცვაძემ.