loader

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულებს, გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულებს, გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე მდებარე სახლიდან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულებს, მოძრაობა "ხმის" წევრებს - გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გაასაჩივრებს. ხასაია და ჩიქობავა 23 იანვარს დააკავეს. ისინი კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებას სხვა აქტივისტებთან ერთად აპროტესტებდნენ. აქციაზე საერთო ჯამში 20 ადამიანი დააკავეს.

პოლიცია კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დანარჩენ 18 დაკავებულს კი პროკურატურა ხულიგნობას ედავება, მათ შორის, იმ ჟურნალისტებსაც, რომლებიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა.