loader

ვინ არის ორბელიანის მოედანზე მოკლული 21 წლის ბიჭი, რომელიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, სასიკვდილოდ მის­მა მე­გო­ბარ­მა გა­ი­მე­ტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ორბელიანის მოედანზე მოკლული 21 წლის ბიჭი, რომელიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, სასიკვდილოდ მის­მა მე­გო­ბარ­მა გა­ი­მე­ტა

თბი­ლის­ში დღეს მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რეს. 21 წლის ბიჭს ჭრი­ლო­ბა ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნეს. ის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ნი­კი­ტა აგი­ე­ვია, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, სა­სიკ­ვდი­ლოდ მის­მა მე­გო­ბარ­მა გა­ი­მე­ტა."ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმა ახალ­გაზ­რდა კაც­ზე ჯგუ­ფუ­რად მოხ­და და და­ნა­შა­უ­ლის ფი­გუ­რან­ტი სა­ვა­რა­უ­დოდ 4 პი­რია. ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მკვლე­ლო­ბას წინ და­პი­რის­პი­რე­ბა უძღო­და. და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ქუ­ჩა­ში მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ნა­ხეს. მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

რო­გორც AMBEBI.GE-ს შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო. ამ ეტაპ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჯერ­ჯე­რო­ბით პო­ლი­ცი­ას და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არ და­უ­კა­ვე­ბია.

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: მოკ­ლუ­ლი ნი­კი­ტა აგი­ე­ვი, ფო­ტოს "ტვ პირ­ვე­ლი" ავ­რცე­ლებს