რამდენიმე წუთის წინ ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე კაცი დაჭრეს
ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში მას ცივი იარაღით მიაყენეს. ადგილზე მისულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. "მთავარი არხის" ვებგვერდი ინფორმაციას შსს-სგან ელოდება.