loader

მამა საკუთარ ქალიშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა, გოგონამ მამისგან 7 შვილი გააჩინა - "ჯერ კი­დევ მა­შინ ამირ­ჩია, როცა სულ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამა საკუთარ ქალიშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა, გოგონამ მამისგან 7 შვილი გააჩინა - "ჯერ კი­დევ მა­შინ ამირ­ჩია, როცა სულ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი"

დღეს მოგიყვებით ამბავს, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა.

იო­ზეფ ფრითცლ­მა, რო­მე­ლიც ერთი შე­ხედ­ვით, წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, მზრუნ­ვე­ლი ქმა­რი და მე­ო­ჯა­ხე ჩან­და, 1984 წლის 28 აგ­ვის­ტოს თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი გა­ი­ტა­ცა და სარ­დაფ­ში გა­მო­კე­ტა.18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰყავ­და ჩა­კე­ტი­ლი და მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ი­დუმ­ლო სარ­და­ფი იმა­ვე სახ­ლში იყო, სა­დაც კაცი ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ ოჯა­ხის და­ნარ­ჩენ­მა წევ­რებ­მა არ იცოდ­ნენ.

ჯერ კი­დევ 1978 წელს იო­ზეფ­მა სარ­და­ფი ბუნ­კე­რად გა­და­ა­კე­თა.

გო­გო­ნას­თან ჩადიოდა იმის­თვის, რომ საჭ­მე­ლი მი­ე­ტა­ნა, ან იმი­ტომ, რომ გა­ე­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­ნა. როცა ელი­ზა­ბეტ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა სცა­და, იო­ზეფ­მა ის სას­ტი­კად სცე­მა და ძაღ­ლის ჯაჭ­ვით და­ა­ბა. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მან, და­ახ­ლო­ე­ბით, 9 თვე გა­ა­ტა­რა.

კვა­ლის არე­ვის მიზ­ნით ფრიტცლ­მა პო­ლი­ცი­ა­ში შვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი "ელი­ზა­ბე­ტის­გან წე­რი­ლი“ მო­ი­ტა­ნა, სა­დაც გო­გო­ნა ვი­თომ სწერ­და, რომ რა­ღაც სექ­ტა­ში გა­წევ­რი­ან­და და სახ­ლში აღარ დაბ­რუნ­დე­ბო­და.

ბუნ­კერ­ში 24-წლი­ა­ნი გა­მო­კეტვის პე­რი­ოდ­ში ელი­ზა­ბეტ­მა იო­ზე­ფის­გან 7 შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა. აქე­დან პირ­ვე­ლი შვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

არა­ვინ იცის, სა­დამ­დე და რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბო­და ეს ამ­ბა­ვი, რომ არა უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის, კერ­სტი­ნის ცუ­დად ყოფ­ნა. იო­ზე­ფი ცდი­ლობ­და, ბავ­შვი ას­პი­რი­ნით გა­ნე­კურ­ნა, თუმ­ცა მას პირ­ღე­ბი­ნე­ბა არ უწყდე­ბო­და. ელი­ზა­ბე­ტი, რო­მე­ლიც ფე­ხებ­ში ჩა­უ­ვარ­და მა­მას, სთხოვ­და, რომ მათი სა­ერ­თო ბავ­შვი გა­და­ერ­ჩი­ნა. ის სა­ბო­ლო­ოდ და­თან­ხმდა.

კერ­სტი­ნი ფრიტცლ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. ექი­მებ­მა მყი­სი­ე­რად იგ­რძნეს სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბე­ბი. არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტი, კა­ნის უც­ნა­უ­რი ფერი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი სხე­უ­ლი სხე­უ­ლი, უჩ­ვე­უ­ლო სი­გამ­ხდრე - გო­გო­ნა ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, რო­გორც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­მო­კე­ტილ სივ­რცე­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ანს შე­ე­ფე­რე­ბა.

ექიმ­მა პო­ლი­ცი­ელს შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ შე­საძ­ლოა, შემ­თხვე­ვა სე­რი­ო­ზულ და­ნა­შა­ულს ეხე­ბო­და. ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში კერ­სტი­ნის დე­დის ძებ­ნის მიზ­ნით სი­უ­ჟე­ტე­ბი გა­ვი­და. ფრიტც­ლი და­ნებ­და. მან ელი­ზა­ბე­ტი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ პი­რო­ბით მი­იყ­ვა­ნა, რომ გო­გო­ნა მა­მის მიერ გა­მო­გო­ნილ სექ­ტის ის­ტო­რი­ას და­ა­დას­ტუ­რებ­და.

და­კი­თხვის მო­მენ­ტში ელი­ზა­ბე­ტი ნამ­დვი­ლად სექ­ტის ვერ­სი­ას ჰყვე­ბო­და, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­არ­წმუ­ნეს, რომ უსაფრ­თხოდ იყო და გო­გო­ნამ მთე­ლი ის­ტო­რია მოჰ­ყვა.

2009 წლის 19 მარტს 73 წლის იო­ზეფ ფრიტცლს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა.

ელი­ზა­ბეტ­მა გვა­რი შე­იც­ვა­ლა და თა­ვის ბავ­შვებ­თან ერ­თად სხვა­გან გა­და­სახლდა. მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი არ სა­ჯა­როვ­დე­ბა. წაიკითხეთ ვრცლად: