loader

რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ, რომელშიც სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ, რომელშიც სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ?

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით აუცილებელია ყველა ფაქტის დადგენა და გამოძიების ჩატარება.

მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა თვითმფრინავთან და ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

24 იანვარს რუსეთის ბელგოროდის ოლქში „ილ-76“ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კარტაპოლოვის განცხადება, რომ თვითმფრინავში, სავარაუდოდ, ათობით უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ. უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მხოლოდ დაადასტურა, რომ ტყვეების გაცვლა 24 იანვარს იგეგმებოდა.