როგორია ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - "ზურა გერმანიაშია, მისი იქ გადაყვანა უმტკივნეულოდ მოხერხდა"
ზურა ბერიკაშვილი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. ამის შესახებ მსახიობის სიძემ, ნიკო ნანიტაშვილმა Ambebi.ge-ს განუცხადა.
"ზურა გერმანიაშია. ამ წუთისთვის ისეთი მნიშვნელოვანი სიახლე არაფერია. მისი იქ გადაყვანა უმტკივნეულოდ მოხერხდა. ჯერჯერობით კიდევ გამოკვლევების პროცესშია. დანარჩენი, რაც აქაც ვიცოდით, ტვინზე დაზიანება აქვს მიღებული. მიმდინარეობს რეაბილიტაცია, რომ რამენაირად უკეთესი მდგომარეობა დაფიქსირდეს. სხვა მნიშვნელოვანი სათქმელი არაფერია. იმყოფება ისევ ხელოვნურ კომაში.
რამდენჯერმე მოხსნეს, მაგრამ მაინც ვერ იღებენ ჯერ სათანადო შედეგს და თან ცდილობენ, რომ ზედმეტი დატვირთვა არ მიიღოს. გერმანიიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ინფორმაცია გვაქვს" - ამბობს ნიკო ნანიტაშვილი.
ზურა ბერიკაშვილს 1 თვის წინ მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - მას გული გაუჩერდა.