loader

"ფრთხილად იყავით! 6 ნაკერი დაადეს ბავშვს..." - რას ამბობს დედა, რომლის შვილი გლდანის პარკში დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფრთხილად იყავით! 6 ნაკერი დაადეს ბავშვს..." - რას ამბობს დედა, რომლის შვილი გლდანის პარკში დაშავდა

ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ვანდალიზმის ფაქტები თბილისის სხვადასხვა სკვერსა და ბაღში. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე დედაქალქის მერმა კახა კალაძემ არაერთხელ ისაუბრა და ვანდალიზმის ამსახველი კადრებიც გამოაქვეყნა.

გუშინ, კი გლდანის დახურულ ჯგუფში გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ სკვერში მოზარდი დაშავდა.

„წუხელ ჩემმა ბიჭმა დაიზიანა ფეხი, ხვალ სხვისი შვილი დაიზიანებს რამეს.

6 ნაკერი დაადეს ბავშვს. მივედი დღეს და დავაძრე ლურსმნები, რომ სხვის შვილებსაც იგივე არ დამართნოდათ“ - წერს მოზარდის დედა.

მომხდარს გლდანის რაიონის გამგეობა გამოეხმაურა.

სამწუხაროდ, ხშირია სკვერების და პარკების ვანდალურად დაზიანების ფაქტები. შესაბამისად, გამგეობის მიერ ინტენსიურად ხორციელდება დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები. აღნიშნულ სკვერში დაზიანებული ინვენტარის რეაბილიტაცია გასულ წელს განხორციელდა და უახლოეს მომავალშიც ჩატარდება.