loader

უნიკალური კადრები- რა ხდება Amazon-ის საწყობში, სადაც 750 ათასი რობოტია დასაქმებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნიკალური კადრები- რა ხდება Amazon-ის საწყობში, სადაც 750 ათასი რობოტია დასაქმებული

Amazon-ში დასაქმებულია 750 ათასი რობოტი, მათ შორის, Sparrow AI რობოტი და Proteus მობილური რობოტები.

სულ რაღაც 10 წლის წინ კომპანიაში მხოლოდ 1000 მანქანა იყო დასაქმებული, მაგრამ გასული წლის ბოლოს კომპანიამ გამოაცხადა, რომ Sequoia და Digit დაეხმარებოდნენ შეკვეთების სწრაფად მიწოდებას.

Sequoia არის რობოტული სისტემა, რომელიც მოიცავს მობილურ რობოტებს, რობომკლავებს და ახალ ერგონომიულ სამუშაო ადგილს თანამშრომლებისთვის.

ხოლო Digit რობოტს შეუძლია ნივთების გადაადგილება და დაწყობა. ის ისეთი ზომისაა, რომ შეუძლია იმუშაოს ადამიანებთან ერთად. ამგვარად, ახალი ხელოვნური ინტელექტის რობოტები ამაზონის საწყობებში შეამცირებენ შეკვეთის შეკრებისა და მიწოდების დროს 25%-ით.