loader

"26 იანვრისთვის ვემზადებით" - თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, სადაც ოჯახის გამოსახლება იგეგმებოდა, სიტუაცია დაიძაბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"26 იანვრისთვის ვემზადებით" - თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, სადაც ოჯახის გამოსახლება იგეგმებოდა, სიტუაცია დაიძაბა

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ეროვნული ბიურო კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლებას გეგმავდა, სიტუაცია დაიძაბა.

ადგილზე შეკრებილები ქუჩის გადაკეტვას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

აქტივისტები ჯერჯერობით დაშლას არ აპირებენ, მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება დროებით გადადო.

დადიანის ქუჩაზე აღსრულების ეროვნული ბიურო კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლებას დღეს გეგმავდა. როგორც ოჯახის ერთ-ერთი წევრი, მარიამ კაკიაშვილი აცხადებდა, მან 2014 წელს კერძო მევახშისგან ისესხა 5 ათასი დოლარი, რომლის გადახდაც ვერ შეძლო და საბოლოოდ, ბინა აუქციონზე გაიყიდა, რომელიც იმ კერძო მევახშემ შეისყიდა, რომლისგანაც მან თანხა ისესხა. მარიამ კაკიაშვილის განმარტებით, მას მევახშე, დაახლოებით, 20-25 ათასი დოლარის გადახდას სთხოვდა. კაკიაშვილის თქმით, მისთვის ქირით გადასვლა მიუღებელია. ის ასევე განმარტავს, რომ ომის ვეტერანია და 3 შვილის დედა და ამ სახლში 2 არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. მარიამ კაკიაშვილი ითხოვს კონკრეტულ ვადას, რომ დაკისრებული ფინანსური ვალდებულების გადახდა შეძლოს.

გამოსახლების პროცედურა დაგეგმილია 26 იანვარს, ზანდუკელის ქუჩაზე, სადაც აქტივისტები მოქალაქეებს მისვლისკენ მოუწოდებენ.

ვიდეო: "მაუწყებელი"