"რა დღეში ხართ?! უნდა მიხვდეთ, ეს რატომ გააკეთა" - ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტს სოციალურ ქსელში განხილვა მოჰყვა
იტალიის სუპერთასის მატჩში "ნაპოლი“ "ინტერთან“ მინიმალური ანგარიშით, 0-1 დამარცხდა. მატჩი დრამატული გამოდგა. უხვად იყო ყვითელი ბარათი, ვნახეთ გაძევება და დამატებით დროში გატანილი გამარჯვების გოლი.
მსაჯმა ჯოვანი სიმეონეს მოედანი მატჩის 61-ე წუთზე დაატოვებინა. 70-ე წუთზე მოედნიდან მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელია გაიყვანა.
ერთადერთი გოლი დამატებით დროში, 91-ე წუთზე, ლაუტარო მარტინესმა გაიტანა და "ინტერს“ გამარჯვება მოუტანა.
მედიის ყურადღების ობიექტი გახდა დაჯილდოების დროს ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც გაბრაზებული ჩანდა და როდესაც ვერცხლის მედალი გადასცეს, სწრაფადვე მოიხსნა.
ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტს სოციალურ ქსელში დიდი განხილვა მოჰყვა.
ვიდეო: bekashelia77