loader

"არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები?" - თაკო ჩარკვიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები?" - თაკო ჩარკვიანი

"არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები? რატომ? პოლონეთში ჩვენზე ნაკლებად მოაზროვნენი არიან, დრამატულ თეატრთან რომ 300 “მატრასი” ლეიბი დაყარეს პატრიოტებმა ისე, რომ არ უღლიცინიათ, როგორც ზოგიერთმა “აქაურმა ” კომფორტს მორგებულმა “ზარმაცმა ” ოპოზიციონერმა იღლიცინა," - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, რითიც დღეს, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კეკელიძის N1-ში მდე­ბა­რე ბი­ნი­დან ხუთ­სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხის გა­მო­ა­სახ­ლებას ეხმაურება.

"არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები? რატომ? პოლონეთში ჩვენზე ნაკლებად მოაზროვნენი არიან, დრამატულ თეატრთან რომ 300 “მატრასი” ლეიბი დაყარეს პატრიოტებმა ისე, რომ არ უღლიცინიათ, როგორც ზოგიერთმა “აქაურმა ” კომფორტს მორგებულმა “ზარმაცმა ” ოპოზიციონერმა იღლიცინა.

მახსოვს ყოფილი ხელისუფლების დროს ( 4 თვე გარეთ კარვები იყო გაშლილი). ჰოდა გახარია რომ ოპოზიცია გეგონება, სახლებიდან ქუჩაში კი არა, ქვეყნიდან გაყრიან პატრიოტებს ცოტა ხანში! კარვები და ლეიბები "ტეხავს" რუსთაველზე? რუსთაველზე გასვლა არააქტუალურია? როგორც ერთმა პოლიტლუზერმა თქვა, ჰოდა “ბულკებზე”- ფუნთუშებზე გაზრდილ საბა ბუაძის, ამერიკულ ძვირადღირებულ მუსტანგზე ამხედრებული ხაზარაძის და ბიძინა ივანიშვილის გახარიას იმედად დარჩენილი ვინც არის, ან პოლიტიკურად ბეცია, ან “ნეტარი"...

მოქალაქეების გამოსახლების კადრებს ვუყურებდი და სიმწრისგან ( შემზარავ კადრებს ) გალაკტიონი მომაგონდა - “ქუჩაში მტვერში წაიქცა ბავშვი, თმით მიმოზებით ნუკრის თვალებით… შეშლილი სახით კიოდა ქუჩა, შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა”... მტვერში, ქუჩაში, მტრის გარემოცვაში დარჩენილია საქართველო! ტფუ!" - წერს თაკო ჩარკვიანი.