loader

ვინ არის დარეჯან დვალი, რომლის გამოც, "ტვ პირველის" ინფორმაციით, კეკელიძის ქუჩაზე ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა და რას ჰყვება სკანდალური მევახშე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის დარეჯან დვალი, რომლის გამოც, "ტვ პირველის" ინფორმაციით, კეკელიძის ქუჩაზე ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა და რას ჰყვება სკანდალური მევახშე

დღეს, 23 იან­ვარს, აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ამ თბი­ლის­ში, კე­კე­ლი­ძის N1-ში მდე­ბა­რე ბი­ნი­დან ხუთ­სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი გა­მო­ა­სახ­ლა. ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ბი­ნა­ში შეკ­რე­ბილ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გა­მო­სახ­ლე­ბის პრო­ცე­სის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, პო­ლი­ცი­ამ ჯერ სივ­რცის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­და, შემ­დეგ კი ისი­ნი ტე­რი­ტო­რი­ი­დან ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­იყ­ვა­ნა.

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით გა­ირ­კვა, რომ 68 წლის მე­ვახ­შე და­რე­ჯან დვა­ლი ფლობს უამ­რავ უძ­რავ ქო­ნე­ბას და მის ან­გა­რიშ­ზეა 6 ბინა, 7 მი­წის ნაკ­ვე­თი და სხვა.

ბი­ნის ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლის, მა­რი­ნა ხა­ტი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, და­რე­ჯან დვა­ლი მუდ­მი­ვად სხვი­სი ქო­­ნე­ბის მი­ტა­ცე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი და ასე­ვე, ჰყავს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მფარ­ვე­ლე­ბი, რად­გან ის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი მე­ვახ­შე­ო­ბაში, "მხო­ლოდ იმით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი, რომ სხვა­დას­ხვა პი­რის ქო­ნე­ბა მი­ი­ტა­ცონ და ისი­ნი ქუ­ჩა­ში და­ტო­ვონ ისე­ვე, რო­გორც ჩვენ, ხუთ­სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი დაგვტო­ვა".

"და­რე­ჯან დვა­ლი არა­ვინ იცის, ვინ არის, ალ­ბათ, ვი­ღაც პარ­ლა­მენ­ტა­რის ან ვი­ღაც ბიზ­ნეს­მე­ნის ფულს ატ­რი­ა­ლებს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კა­ლო­შე­ბი­ა­ნი ქა­ლია, რო­მე­ლიც ასე გამ­წა­რე­ბუ­ლი ხალ­ხის ბი­ნე­ბით ნა­შოვ­ნი ფუ­ლით ჭამს საჭ­მელს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. მას ოჯა­ხის სამი წევ­რი მე­ვახ­შე ჰყავს. აღ­სრუ­ლე­ბის ფურ­ცლით 43 600 დო­ლა­რი იყო გა­და­სახ­დე­ლი და მა­შინ რომ გა­დაგ­ვე­ხა­და, ბი­ნას და­ვიბ­რუ­ნებ­დით, მაგ­რამ გა­ი­წე­ლა სი­ტუ­ა­ცია, მა­შინ ვერ გა­და­ვი­ხა­დეთ. აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ტა­ნა და თვი­თონ მო­ი­გო ეს ბინა. მას შემ­დეგ თით­ქმის 2-ჯერ მეტს, 70 ათას დო­ლარს ვთა­ვა­ზობთ, მაგ­რამ უარ­ზეა, გუ­შინ და დღეს დი­ლამ­დე მე­ვახ­შე დვა­ლი 130 ათას დო­ლარს ითხოვ­და“, - ამ­ბობს ხა­ტი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რი.

AMBEBI.GE და­რე­ჯან დვალს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც ყვე­ლა ბრალ­დე­ბა უარ­ყო და ისიც, რომ მფარ­ვე­ლე­ბი ჰყავს. რო­გორც მე­ვახ­შე გვარ­წმუ­ნებს, მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი კი არა, ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნია მისი მფარ­ვე­ლი.

"ცუ­დად ვარ, ვწე­ვარ, აწე­უ­ლი მაქვს შა­ქა­რი და წნე­ვა. ეს არ არის კარ­გი საქ­მე და მე ცუ­დად ვარ... რა ბრალ­დე­ბე­ბიც გა­ის­მა, ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლია. ვინც ჩემ­ზე რა­ღა­ც­ებს ლა­პა­რა­კობს, უთხა­რით, სიც­რუ­ეს თავი და­ა­ნე­ბონ. ქო­ნე­ბას მით­ვლი­ან, 6 სახ­ლიო, 7 მი­წის ნაკ­ვე­თიო და ვა­ი­მე, დედა, რა ვქნა, 6 დედ­მა­მიშ­ვი­ლიც მყავს და ვერ გავ­წყვე­ტ ვერც მათ და ვერც მათ შვი­ლებს?! ყვე­ლას მე ვპატ­რო­ნობ და ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი მყავს - რძალ­მა შვი­ლე­ბი მი­ა­ტო­ვა, რომ­ლე­ბიც მე უნდა გავ­ზარ­დო, ვუ­პატ­რო­ნო და ამის გარ­და, გა­ჭი­რვე­ბუ­ლი კი­დევ მი­ლი­ო­ნი მყავს. ვინ მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მმფარ­ვე­ლობს, ვუი, ვუი, და­მა­ნე­ბეთ თავი, არ გა­მა­ცი­ნოთ, კა­ნო­ნია ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი! ცუ­დად ვარ და ისე ნუ იზამთ, უა­რე­სად გავ­ხდე" - ამ­ბობს და­რე­ჯან დვა­ლი.

სტატიის ვრცლად სანახავად გადადით ლინკზე: https://www.ambebi.ge/article/304871-turme-konebas-mitvlian-6-saxlio-7-micis-nakve/?fbclid=IwAR0XnGK2VYLlfcfrhjpbSpkdUFYIafZVUhL9iQR46-3pNrqu9Fhu-d-qpgk