loader

უმძიმესი კადრები ხარკოვიდან - რუსული ძალების მიერ დაბომბილი კორპუსის ნანგრევებიდან მოსახლეობა ამ დრომდე ამოჰყავთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი კადრები ხარკოვიდან - რუსული ძალების მიერ დაბომბილი კორპუსის ნანგრევებიდან მოსახლეობა ამ დრომდე ამოჰყავთ

რუსულმა ძალებმა ხარკოვს დაარტყეს. არის მსხვერპლი, ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ოკუპანტებმა ხარკოვის კიევის რაიონში საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს დაარტყეს. სადარბაზოები დანგრეულია. ნანგრევების ქვეშ ხალხია. ადგილზე მაშველები და საგანგებო სიტუაციების სხვა სამსახურები მუშაობენ", - დაწერა ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა სოციალურ ქსელში.

სინეგუბოვმა მოგვიანებით განმარტა, რომ რეგიონულ ცენტრზე მტრის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი ქალი და დაშავდა 28 ადამიანი.

„ოკუპანტებმა დაარტყეს მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას: განადგურდა საცხოვრებელი სახლები, განადგურდა სამოქალაქო პირების ავტომობილები. ეს არის მორიგი ტერორისტული აქტი!“ – აღნიშნა სინეგუბოვმა.