loader

"არ მინდა, რომ ახალი ბრალი "ანკორას" გამო წაგიყენონ" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნიკა გვარამია და რას პასუხობს სოფო ნიჟარაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ მინდა, რომ ახალი ბრალი "ანკორას" გამო წაგიყენონ" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნიკა გვარამია და რას პასუხობს სოფო ნიჟარაძე

"მთავარი არხის" საახალწლო ეთერში მომღერალ სოფო ნიჟარაძის მიერ შესრულებულ იტალიურ სიმღერას - "ანკორა", დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. სოფო ნიჟარაძის ნამღერით თავად სიმღერის ავტორი, კომპოზიტორი და მომღერალი კრისტიანო მარჯიოლიოც კი მოიხიბლა. მან სოფოს ვიდეო საკუთარ გვერდზე გააზიარა…

სოფოს ნამღერი "ანკორა" სოციალურ ქსელში ერთგვარ ტრენდადაც იქცა და ბევრმა ადამიანმა ვიდეოებიც კი ჩაწერა. ერთ-ერთ ასეთ ვიდეოს ნიკა გვარამია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემდეგი მინაწერით აქვეყნებს: "Sofia Nizharadze წადი სახლში!"

"შეიშალა" ხალხი "ანკორას" ნიადაგზე...

არ მინდა, რომ ახალი ბრალი "ანკორას" გამო წაგიყენონ...

ყველაზე საყვარელია ეს...

ყველგან "ანკორაა..."

კაბაც რომ ეთხოვებინა, რა მოხდებოდა, ვითომ? " - წერენ ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

როგორც სოფო ნიჟარაძე ამბობს, ეს სიმღერა საახალწლო ეთერში ნიკა გვარამიას ინიციატივით შეასრულა.

"მიყვარხართ და მადლობა ამდენი თბილი სიტყვისთვის და ასეთი შეფასებისთვის, რომელსაც ნამდვილად ვერ დაიმსახურებდა ერთი ბიჭის გარეშე, ტორნადო (დათო) გაბუნიას. მას ეკუთვნის ამ გამოსვლის წარმატება და მინდა ცალკე მადლობა ვუთხრა მას საჯაროდ, რომელმაც ერთ ღამეში ყველაფერი გადადო და გააკეთა "ანკორას" ინსტრუმენტალი. მადლობა, დათა.

მადლობა ჩემს ალეკო ბერძენიშვილს და ქეთი ორჯონიკიძეს, ასევე მადლობა ჩემს დათუნა სულიკაშვილს ლუქისთვის, ოლგა სპირინას მეიქ აფისთვის და ბოლოს მთავარი, ჩემს დათო გერსამიას, რომლის კადრი ყოველთვის ყველასგან გამორჩეულია.

და, რა თქმა უნდა, მთავარ სულის ჩამდგმელს, ჩემს ნიკა გვარამიას და ჩემს სუპერ გოგოს, თამარ ჩანტლაძეს" - წერს სოფო ნიჟარაძე.