loader

"დღეს მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება... ეს არის უპრეცედენტო" - ზურაბ აზარაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება... ეს არის უპრეცედენტო" - ზურაბ აზარაშვილი

შემოთავაზებული გვაქვს რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი, თანამედროვე სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილი სამედიცინო ცენტრის აშენება. მთავრობისგან ავიღეთ დღეს თანხმობა და დავიწყებთ არსებული ფასადის დემონტაჟის სამუშაოებს, ასევე - ახალი კლინიკის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადების ღონისძიებებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, 5 სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს მიერ მომზადებული სხვადასხვა დასკვნის მიხედვით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს არ შეუძლია დღეისთვის არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება.