loader

ბათუმში, ევაკუაცია ოთხ სავაჭრო ცენტრში ერთდროულად გამოცხადდა- რა დეტალები ხდება ცნობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში, ევაკუაცია ოთხ სავაჭრო ცენტრში ერთდროულად გამოცხადდა- რა დეტალები ხდება ცნობილი

ბათუმში, ოთხ სავაჭრო ცენტრში - “გრანდ მოლი”, “ მეტრო სითი” “ბათუმი მოლი” და "პლაზა" კინოლოგები მივიდნენ. ისინი შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ. ოთხივე სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეებისა და თანამშრომელთა სრული ევაკუაცია ცოტა ხნის წინ განხორციელდა.

სავაჭრო ცენტრებთან მყოფი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სამართალდამცავები დაახლოებით 17:30 წუთზე გამოჩნდნენ, ბათუმის ოთხივე სავაჭრო ცენტრში მუშაობა შეჩერებულია და შენობები ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, სადაც შესვლა დროები აკრძალულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

“რამდენიმე წუთის წინ, ადმინისტრაციის უსაფრთხოების თანამშრომელი მოვიდა და მკაცრად გაგვაფრთხილა, რომ სასწრაფოდ დაგვეტოვებია შენობა. მიზეზი არ გვითხრეს. მანამდე ხმაური შემოგვესმა ერთ-ერთ მაღაზიაში. გვეგონა ქურდობის ფაქტი მოხდა, ვერ გეტყვით, დეტალები არ ვიცით, ნაღმს ეძებენ, თუ რას. ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ალბათ ეს არის. მოქალაქეებს შენობიდან ავტომობილები გამოჰყავთ. ჩვენ შენობიდან შორს ვიმყოფებით”,- აღნიშნა ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელმა.