loader

ბათუმის აეროპორტში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა - ადგილზე გამნაღმველები რამდენიმე საათი მუშაობდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმის აეროპორტში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა - ადგილზე გამნაღმველები რამდენიმე საათი მუშაობდნენ

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის მიმართულებით ფრენა, ცრუ შეტყობინების გამო შეფერხდა.

მოქალაქეების ინფორმაციით, აეროპორტში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება 17:00 საათზე შევიდა, რის გამოც აეროპორტის თანამშრომლებსა და მგზავრებს შენობა დაატოვებინეს.

გამნაღმველები ორი საათის განმავლობაში აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ასევე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, ამ დროისათვის, შესაბამის სამსახურებმა სამუშაოები დასრულდეს და უახლოეს პერიოდში ფრენები აღდგება.