loader

"მისი ცოლის ანუ 10 დღის წინ გარდაცვლილი ჩემი ქალიშვილის ქელეხის სუფრას ვამზადებდით, მაგ უნა­მუ­სო კაცმა კი ჩემი შვილიშვილი გააუპატიურა" - რას ჰყვება გოგონას ბებია უმძიმეს დანაშაულზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მისი ცოლის ანუ 10 დღის წინ გარდაცვლილი ჩემი ქალიშვილის ქელეხის სუფრას ვამზადებდით, მაგ უნა­მუ­სო კაცმა კი ჩემი შვილიშვილი გააუპატიურა" - რას ჰყვება გოგონას ბებია უმძიმეს დანაშაულზე

უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტი მოხ­და კა­ხეთ­ში. გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში 14 წლის არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა ბი­ძამ, მა­მი­დის ქმარ­მა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. შემ­თხვე­ვა სოფ­ლის მიმ­დე­ბა­რედ ფერ­მა­ში მოხ­და, რის შემ­დე­გაც გო­გო­ნამ ოჯახს საშ­ვე­ლად და­უ­რე­კა.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, გო­გოს ნა­თე­სა­ვებ­მა 45 წლის მა­მა­კა­ცი დაჭ­რეს. დაჭ­რი­ლი კაცი სა­გა­რე­ჯოს სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე არ არის და ის ქვე­ყა­ნა­ში მისი მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო ჩა­მო­ვი­და

საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი 14 წლის გო­გოს ოჯა­ხი სი­ძის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხოვს. არას­რულ­წლო­ვა­ნის ნა­თე­სა­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ფერ­მა­ში 45 წლამ­დე კაცს ბავ­შვი ჩა­ა­ბა­რეს, რად­გან ისი­ნი ქელე­ხის სუფ­რას ამ­ზა­დებ­დნენ, მან კი მო­ზარ­დზე სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და და გა­იქ­ცა.

"ჩემი შვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა 10 დღის წინ, მისი შვი­ლე­ბი და ქმა­რი აქ დარ­ჩნენ ჩვენს ოჯახ­ში. ჩვენ ვუვ­ლი­დით ვაჭ­მევ­დით და ვი­ნა­ხავ­დით.იმ დღეს კი ქელე­ხის სუფ­რას ვამ­ზა­დებ­დით და ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი ჩა­ვა­ბა­რეთ ფერ­მა­ში მაგ უნა­მუ­სო კაცს, მან კიდე გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, რის შემ­დე­გაც ბავ­შვმა დე­დას და­უ­რე­კა და შვე­ლა ითხო­ვა. ის უნა­მუ­სო კაცი კი ჩვენ­მა ნა­თე­სა­ვებ­მა დაჭ­რეს. ეს არის სა­ში­ნე­ლე­ბა. არ ვა­პა­ტი­ებთ ამ უნა­მუ­სო კაცს" - ამ­ბობს გო­გოს ბე­ბია.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 117 სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის და 137 გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

წყარო: ambebi.ge