"მოსახლეობას დავპირდით, რომ წერეთლის გამზირზე საგზაო მიმართულებით მუშაობა იანვრის ბოლოს უნდა დავასრულოთ, ეს პირობა შესრულდება" - თბილისის მერის მოადგილე
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების იანვრის ბოლოსთვის დასრულების შესახებ მოსახლეობისთვის მიცემული პირობა შესრულდება.
როგორც ბენდელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ტარდება.
ამასთან, მისივე თქმით, დღეიდან ორი დღის განმავლობაში ცაბაძის ქუჩაზე და მიმდებარე მოედანზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეიზღუდება.