“ძალიან კარგი, თუ ხაჭაპური 45 ლარი ღირს გუდაურში… უკაცრავად, მაგრამ "საწყალი" არავინ ისვენებს სეზონზე გუდაურში“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე გუდაურში გაძვირებულ მომსახურებაზე
ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე გუდაურში გაძვირებულ მომსახურებაზე სოციალურ ქსელში წერს:
"ვიცი, ბევრი ვერ გაიზიარებს ამ მოსაზრებას. ბევრიც საერთოდ ვერ მიხვდება, რას ვამბობ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა. ძალიან კარგი, თუ ხაჭაპური 45 ლარი ღირს გუდაურში. ევროპის ბევრ ქვეყანაში უბრალო წახემსება 45 ევრო გვიჯდება. დიდი ამბავი ახლა, ტურისტმა 45 ლარი თუ დახარჯა. ასე რომ, რას იტყვიან უცხოელები, მოგვეჭრა თავი, ეს ასე არ არის. რაც შეეხება საწყალ ქართველებს, უკაცრავად, მაგრამ "საწყალი" არავინ ისვენებს სეზონზე გუდაურში. დიახ, 45 ლარი უნდა ღირდეს და გამდიდრდნენ ადგილობრივი მცხოვრებლებიც უცხოელების ხარჯზე. და ვინც მაინც ღელავთ ასე ძვირ ხაჭაპურზე, თქვენ აიტანეთ ყველი ზღვის დონიდან 2 100 მეტრზე, მინუს 10 ყინვაში და დაუგდეთ ფასები", - წერს ჟურნალისტი.