გორში ავტოსაგზაო შემთხვევას 65 წლის ქალი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა გორში მსხვერპლით დასრულდა. ინფორმაციას TV მონიტორინგი ავრცელებს.
შემთხვევა წმინდა წყლის დასახლებაში მოხდა. 65 წლის ქალის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. გარდაცვლილს ტრავმა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. შემთხვევის ადგილზე, ახალ ავტოსადგურთან, მობილიზებული იყო პოლიცია. დაწყებულია გამოძიება.