loader

"გამიხარდებოდა, ასეთი დახვეწილი სახე და ცხვირი რომ მქონდეს... ამ გოგონას გვერდით რომ მამაკაცია, თქვენი ლოგიკით, სერგი კაპანაძე იქნება" - ირმა ინაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამიხარდებოდა, ასეთი დახვეწილი სახე და ცხვირი რომ მქონდეს... ამ გოგონას გვერდით რომ მამაკაცია, თქვენი ლოგიკით, სერგი კაპანაძე იქნება" - ირმა ინაშვილი

სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ წმინ­და მატ­რო­ნას ხატ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი არი­ან ირმა ინაშ­ვი­ლი და და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ცნო­ბა თარ­ხან-მო­უ­რავ­მა უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და: "მე და­ვაკ­ვირ­დი ხატ­ზე გა­მო­სა­ხულ მან­დი­ლო­სანს. ირმა ინაშ­ვილს შავი თმა აქვს, ამ მან­დი­ლო­სანს უფრო წი­თუ­რი-ყა­ვის­ფე­რი. თვა­ლე­ბი, სა­ხის მო­ხა­ზუ­ლო­ბა, ცხვი­რი - მგო­ნი სრუ­ლი­ად ნა­თე­ლია, რომ ეს არ არის ირმა ინაშ­ვი­ლი, ვე­რა­ნა­ი­რად ვერ მი­ამ­სგავ­სებ იქ გა­მო­ხა­ტულ მან­დი­ლო­სანს ირმა ინაშ­ვილს, ვერც თვა­ლე­ბით, ვერც ცხვი­რით, ვერც სა­ხის მო­ხა­ზუ­ლო­ბით, ვერც ცხვი­რით. თუ გსურთ, რომ გა­მო­ი­გო­ნოთ, ყვე­ლაფ­რის გა­მო­გო­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა", - ამ­ბობს და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი.

ჟურ­ნა­ლის­ტმა ირაკ­ლი აბ­სან­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­ა­ზი­ა­რა ნი­უ­სი, სა­დაც და­ვით თარ­ხან-მოუ­რა­ვი უარ­ყოფს ხატ­ზე მისი და ინაშ­ვი­ლის გა­მო­სახ­ვის ფაქტს და პოსტს და­ა­წე­რა: "მგო­ნი, მივ­ხვდი. მზაკ­ვრუ­ლი გან­ზრახ­ვა აქვთ - სი­ცი­ლით დაგ­ვხო­ცონ".

ირაკ­ლი აბ­სან­ძის პოსტს კო­მენ­ტა­რებ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა ირმა ინაშ­ვი­ლი და გა­მო­აქ­ვეყ­ნა სერ­გი კა­პა­ნა­ძის ფოტო წარ­წე­რით: "გა­მი­ხარ­დე­ბო­და, ასე­თი დახ­ვე­წი­ლი სახე და ცხვი­რი რომ მქონ­დეს, მაგ­რამ არა მაქვს. ამ გო­გო­ნას გვერ­დით რომ მა­მა­კა­ცია, ის (თქვე­ნი ლო­გი­კით) სერ­გი კა­პა­ნა­ძე იქ­ნე­ბა, სი­ბე­რე­ში..." - და­წე­რა ინაშვილ­მა.