loader

"გავაფრენ, ამდენის ატანა აღარ შემიძლია, ირმა ინაშვილს შავი თმა აქვს, ხატზე გამოსახულ მანდილოსანს - ყავისფერი, მე 10 წელია მელოტი ვარ, ეგეთი თმა მაქვს?" - დავით თარხან-მოურავი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გავაფრენ, ამდენის ატანა აღარ შემიძლია, ირმა ინაშვილს შავი თმა აქვს, ხატზე გამოსახულ მანდილოსანს - ყავისფერი, მე 10 წელია მელოტი ვარ, ეგეთი თმა მაქვს?" - დავით თარხან-მოურავი

და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი უარ­ყოფს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მატ­რო­ნას ხა­ტის ერთ-ერთ ფრაგ­მენტზე ის და ირმა ინაშ­ვი­ლი არი­ან გა­მო­სა­ხუ­ლი.

თარ­ხან-მო­უ­რა­ვის თქმით, ხატ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ქა­ლის და მა­მა­კა­ცის ვი­ზუ­ა­ლი მისი და ირმა ინაშ­ვი­ლის ვი­ზუ­ა­ლის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

"მე და­ვაკ­ვირ­დი ხატ­ზე გა­მო­სა­ხულ მან­დი­ლო­სანს. ირმა ინაშ­ვილს შავი თმა აქვს, ამ მან­დი­ლო­სანს უფრო წი­თუ­რი-ყა­ვის­ფე­რი. თვა­ლე­ბი, სა­ხის მო­ხა­ზუ­ლო­ბა, ცხვი­რი - ნუ, არ ვიცი... მგო­ნი, სრუ­ლი­ად ნა­თე­ლია, რომ ეს არ არის ირმა ინაშ­ვი­ლი, ვე­რა­ნა­ი­რად ვერ მი­ამ­სგავ­სებ იქ გა­მო­ხა­ტულ მან­დი­ლო­სანს ირმა ინაშ­ვილს, ვერც თვა­ლე­ბით, ვერც ცხვი­რით, ვერც სა­ხის მო­ხა­ზუ­ლო­ბით, ვერც ცხვი­რით. თუ გსურთ, რომ გა­მო­ი­გო­ნოთ, ყვე­ლაფ­რის გა­მო­გო­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ეს არის მო­რი­გი ტყუ­ი­ლი, გა­ვაფ­რენ... ამ­დე­ნი ტყუ­ი­ლის ატა­ნა არ შე­მიძ­ლია... ამ ხატ­ზე ჩვენ არ ვართ. ხატი და­ი­წე­რა 2018 წელს და მე თმა არ მაქვს 10 წე­ლია, მე­ლო­ტი ვარ და შე­და­რე­ბის უნა­რი ხომ არ­სე­ბობს? მე ეგე­თი თმა მაქვს?", - ამ­ბობს და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი "ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში.

ცნო­ბის­თვის, სოცქსელ­ში გუ­შინ გავ­რცელ­და შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის პოს­ტი, რო­მელ­საც თან ერ­თვო­და ფრაგ­მენ­ტი მატ­რო­ნას ხა­ტი­დან:

"რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს ფაქ­ტე­ბის მალ­ვა, ხალ­ხო! აქ­ცი­ებს რომ ატა­რე­ბენ და ვი­ღა­ც­ე­ბის დას­ჯას რო ითხო­ვენ, წმინ­და მატ­რო­ნას ხატ­ზე სტა­ლინ­თან შეხ­ვედ­რის სცე­ნის გარ­და ასე­ვე გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი არი­ა­ნო ინაშ­ვი­ლი და თარ­ხან-­მო­უ­რა­ვი. და­ჩო­ქი­ლე­ბი ლო­ცუ­ლო­ბენ და ევედ­რე­ბი­ან არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას. მარ­ცხე­ნა კუ­თხე­შია ეს. და­ი­წყეთ ახლა, არ დაგ­ვი­ნა­ხავს, არ შეგ­ვი­ფა­სე­ბია, სა­ინ­ტე­რე­სოა, ვისი და­ვა­ლე­ბით შე­ი­ტა­ნა ეს ხატი ირ­მამ და თარ­ხა­ნამ სა­მე­ბა­ში. გე­კი­თხათ თა­ვის დრო­ზე სა­მე­ბა­ში მღვდლე­ბის­თვის და გე­ტყო­დნენ, ვინც დარ­თო ნე­ბარ­თვა. გა­მო­ვიდ­ნენ ახლა სა­პატ­რი­არ­ქო­დან და თქვან, ვისი და­ვა­ლე­ბით შე­ი­ტა­ნეს. თუ ასე არაა, მა­შინ რატომ გა­და­მა­ლეს ხატი და რატომ არ სცე­მენ პა­სუხს ქუ­ჩა­ში გა­მო­სულ ხალ­ხს, ვი­ღა­ცის დას­ჯას რომ ითხო­ვენ. უთხრან მათ, ვისი ბრა­ლია და აღი­ა­რონ თა­ვად".