loader

“არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს თიკა ჯამბურია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს თიკა ჯამბურია

მომღერალი თიკა ჯამბურია ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ წერს და ფოტომასალასაც ავრცელებს:

“არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ კიდევ ერთი სახე იმ ადამიანების, ვისაც უბრალოდ ძაღლის ყოლა გასართობად უნდათ!

შეხედეთ, რა ჯიში ჰყავთ გამომწყვდეული და სად! მაშინ როცა, ამ გამოყვანილ უნაზეს და სუსტ ცუგიებს უსათუთესი მოვლა სჭირდებათ, მაგრამ ალბათ ბავშვს გაუსწორა და მოუყვანა, ათამაშა და მერე ესე ეზოში, სიბინძურეში და ყინვაში მიაგდო!

როდემდე უნდა ვიყოთ ასეთი ბანძი დამოკიდებულებებით ცოცხალი არსებების მიმართ!!! ან რა გახდა, ასეთი რთულია, აღზრდის დროს ასწავლოთ შვილებს, რომ ცხოველებს ნაგავივით არ უნდა მოექცნენ! და ანახოთ, როგორი მეგობრობა და უპირობო სიყვარული შეუძლიათ... შეხედეთ ახლა ამ ორ საწყალ არსებას და დაიმახსოვრეთ, რომ ასე არასოდეს ასეთ ჯიშს არ უნდა მოექცეთ. ქართული ნაგაზი ან ჰასკი რომ იყოს, კიდევ გავიგებდი... მაგრამ ოთახის გამოყვანილ ძაღლებს ასეეე მოექცეე? არ ვიცი“ - წერს თიკა ჯამბურია.