loader

"მაგთიკომი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაგთიკომი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

"მაგთიკომი" კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევის შედეგებს მორიგ Fake News-ს უწოდებს და მას საგანგებო განცხადებით ეხმაურება:

"კომუნიკაციების კომისიის მორიგი Fake News-ი 2023 წლის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევის შედეგებზე

კომისია კვლავ იყენებს Fake News-ების გავრცელების კლასიკურ ტექნოლოგიას. 2023 წლის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევიდან, მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას - თითქოს საქართველოში არსებული ფასები აღემატება ევროპის ქვეყნების დონეს. აღნიშნული ხორციელდება კვლევაში კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაციის გამოყენებით, რითაც კომისია ცდილობს საქართველოში ბაზარზე მოქმედი საკომუნიკაციო კომპანიების დისკრედიტაციას და მიზნად ისახავს დარგისთვის შესაძლო დამაზიანებელი ქმედებების გამართლებას.

რეალურად, კვლევის გაცნობის შედეგად: საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების (პაკეტების) ფასები უმეტეს შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებთან მიმართებით მნიშვნელოვნად იაფია; "მაგთიკომის" მომხმარებლების უმრავლესობა სარგებლობს იმ შეთავაზებებით, რომელთა ღირებულება არათუ აღემატება ევროპის ქვეყნების ანალოგიურ შეთავაზებებს, არამედ მოწინავე პოზიციებზეა სიიაფით; "მაგთიკომის" ყველაზე მოთხოვნადი მომსახურების პაკეტები, მაგალითად „ულიმიტო მობილური ინტერნეტი" - ერთ-ერთი ყველაზე იაფია ევროპაში; კვლევა (კომისიის არასწორი დაკვეთით) ფასების შესადარებლად იყენებს განსხვავებული წლების მონაცემებს/კოეფიციენტებს.

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რაც ნათლად ადასტურებს, რომ კომისია ცდილობს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და დაამახინჯოს რეალური შედეგები.

"მაგთიკომის" არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, კომისიის მხრიდან დღემდე არ ხდება კვლევაში გამოყენებული ინფორმაციისა და მასალების გაზიარება, რაც ჩვენი მხრიდან შეუძლებელს ხდის კვლევის სანდოობის დადასტურებას.

"მაგთიკომი" რეაგირების გარეშე არ დატოვებს კომისიის მიერ Fake News-ების გავრცელებას და მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას." - ნათქვამია "მაგთიკომის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.