loader

"დიდი განხილვაა "ანკორას" ნამღერზე... მეგობრის იუბილეზე შევასრულე, არავის ვეჯიბრები" - ინდირა ჯგერენაია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიდი განხილვაა "ანკორას" ნამღერზე... მეგობრის იუბილეზე შევასრულე, არავის ვეჯიბრები" - ინდირა ჯგერენაია

"დიდი განხილვაა "ანკორას" ნამღერზე. მეგობრის იუბილეზე, სადაც ყველა ვღიღინებდით, კოკის (Koki Ferrazi Pangani) ვიდეონაწყვეტმა სოციალური ქსელი ამიფეთქა ჩვეულებრივი კარაოკედან ტექსტწაკითხულ ნამღერზე.

თუ ასე მოგეწონეთ, დღეიდან ტექსტნასწავლი შეგისრულებთ.

მადლობა თითოეულს, ყველა კომენტარს ვკითხულობ. ზოგი ვის მადარებს, ზოგი ვის.

არავის ვეჯიბრები და არც ვედრები!

პ.ს სოფოს ნამღერი მომწონს და მიყვარს ამ გოგოს ამოსული ყველა ბგერა პირიდან" - ამის შესახებ მომღერალი ინდირა ჯგერენაია სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, სოფო ნიჟარაძემ "მთავარი არხის" საახალწლო ეთერში სიმღერა - "ანკორა" შეასრულა, რომელმაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. სოფო ნიჟარაძის ნამღერით სიმღერის ავტორი, კომპოზიტორი და მომღერალი კრისტიანო მარჯიოლიოც მოიხიბლა. როგორც ქართველი ემიგრანტი ჟურნალისტი ქეთი ნოგიევა სოციალურ ქსელში წერს, მან სოფო ნიჟარაძის სიმღერა კრისტიანო მარჯიოლიოს პირადში გაუგზავნა ტექსტით: "ცნობილი ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე თქვენს სიმღერას ასრულებს, ქართველებს ძალიან უყვარხართ". კრისტიანომ საპასუხოდ პოსტი საკუთარ გვერდზე გააზიარა…