loader

"ნაძლევი წააგო? რა იყო ეს?.. ხალხო, რატომ ლანძღავთ?" - ანიტა რაჭველიშვილის ცეკვამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაძლევი წააგო? რა იყო ეს?.. ხალხო, რატომ ლანძღავთ?" - ანიტა რაჭველიშვილის ცეკვამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია

ორი დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ქართველი საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, "სუხიშვილების" მოცეკვავეებთან ერთად "ტანგოს" ასრულებს.

ანიტა აქამდე ამ ამპლუაში საჯაროდ არ გამოჩენილა, ამიტომ მის მიერ შესრულებულმა ცეკვამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. როგორც აღმოჩნდა, ანიტა შესანიშნავად ცეკვავს. მიუხედავად ამისა, ნეგატიური კომენტარები ვიდეოს ქვეშ მაინც დაიწერა და ზოგიერთმა ადამიანმა მისი შესრულება დაიწუნა.