loader

"სიმბოლური და ემოციური ამბავია... იმ საშინელ გამოცდილებას უკავშირდება, ორწლიანი მძიმე დეპრესია რომ ერქვა" - რას წერს გიორგი კეკელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სიმბოლური და ემოციური ამბავია... იმ საშინელ გამოცდილებას უკავშირდება, ორწლიანი მძიმე დეპრესია რომ ერქვა" - რას წერს გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის გენერალურ მენეჯერად დაინიშნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"მეორე საქმე, რომელსაც ჩავიბარებ, იმ საშინელ გამოცდილებას უკავშირდება, ორწლიანი მძიმე დეპრესია რომ ერქვა. სიმბოლური და ემოციური ამბავია - დღეიდან სწორედ იმ ცენტრის გენერალური მენეჯერი ვიქნები, სადაც სიკვდილს გადამარჩინეს და ახალი სიცოცხლის შანსი მომცეს - ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი სახლი/Sakhliჩემი ხედვა ამგვარია - რესურსების განვითარება - გასვლითი სესიები რეგიონებში, საჯარო ონლაინსესიები LIB.GE-სთან ერთად,

ბიზნესის შემოყვანა კონკრეტული პროგრამების კურატორად, სადაზღვევო პაკეტების ადვოკატირება სადაზღვევო კომპანიებთან, ბიულეტენების მოწესრიგება საჯარო სამსახურებში, სტიგმის დაძლევაზე კამპანიების წარმართვა, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება - ვფიქრობ, ეს გეგმა არა მხოლოდ ამ ცენტრს, არამედ ზოგადად სფეროს წაადგება." - წერს კეკელიძე.