"სიმბოლური და ემოციური ამბავია... იმ საშინელ გამოცდილებას უკავშირდება, ორწლიანი მძიმე დეპრესია რომ ერქვა" - რას წერს გიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძე ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის გენერალურ მენეჯერად დაინიშნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
"მეორე საქმე, რომელსაც ჩავიბარებ, იმ საშინელ გამოცდილებას უკავშირდება, ორწლიანი მძიმე დეპრესია რომ ერქვა. სიმბოლური და ემოციური ამბავია - დღეიდან სწორედ იმ ცენტრის გენერალური მენეჯერი ვიქნები, სადაც სიკვდილს გადამარჩინეს და ახალი სიცოცხლის შანსი მომცეს - ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი სახლი/Sakhliჩემი ხედვა ამგვარია - რესურსების განვითარება - გასვლითი სესიები რეგიონებში, საჯარო ონლაინსესიები LIB.GE-სთან ერთად,
ბიზნესის შემოყვანა კონკრეტული პროგრამების კურატორად, სადაზღვევო პაკეტების ადვოკატირება სადაზღვევო კომპანიებთან, ბიულეტენების მოწესრიგება საჯარო სამსახურებში, სტიგმის დაძლევაზე კამპანიების წარმართვა, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება - ვფიქრობ, ეს გეგმა არა მხოლოდ ამ ცენტრს, არამედ ზოგადად სფეროს წაადგება." - წერს კეკელიძე.