loader

"ეს ტრაგედიაა! რომელ ქალსაც ანიტა რაჭველიშვილის სხეული აღიზიანებს, მას საკუთარი სხეული კიდევ უფრო მეტად სძულს! ქართველ ქალს სექსუალურობასაც გრამობით უზომავენ და ვნებიანობას არ პატიობენ" - ბაია პატარაია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ტრაგედიაა! რომელ ქალსაც ანიტა რაჭველიშვილის სხეული აღიზიანებს, მას საკუთარი სხეული კიდევ უფრო მეტად სძულს! ქართველ ქალს სექსუალურობასაც გრამობით უზომავენ და ვნებიანობას არ პატიობენ" - ბაია პატარაია

"ანიტა რაჭველიშვილის შესანიშნავმა ცეკვამ (ლინკი კომენტარებში) ფბ დამკომენტარებლებში გაღიზიანება გამოიწვია. გარდა იმისა, რომ ცეკვა ცეცხლოვანი და ვნებიანია, რაც აღსაშფოთებლად უკვე საკმარისი მიზეზია: ქართველ ქალს სექსუალურობასაც ხომ გრამობით უზომავენ და ვნებიანობას არ პატიობენ, სხვა ტიპის სიძულვილიც დიდი დოზით გადმოინთხა არასიგამხდრის გამო. დამკომენტარებლებში ბევრი ქალიაო (ტრადიციულად) და ხალხი ჩაღრმავებას და ქალების ფსიქოანალიზს ცდილობს" - ამის შესახებ უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ხშირად ქალები ვერც ხვდებიან, რომ სხვა ქალის მიმართ არასოლიდარულობა მხოლოდ პატრიარქატს აძლიერებს და ქალთა ბორკილებს ამყარებს.

"ფბ-ზე ქალები მართლა თვალშისაცემად განიკითხავენ სხვა ქალებს, თუ საქმე "კაიქალობას" და "პატიოსნებას" ეხება. ამით ისინი ცდილობენ ხაზი გაუსვან იმ ფაქტს, რომ ქალის გენდერულ როლს, ანუ "კაიქალობას” თავად კარგად შეესაბამებიან, ხოლო ვინც მაგ როლიდან ამოხტება - უნდა განიკითხოს (ზუსტად ასე ცოცხლობს პატრიარქატი ქალებში, ეს მათ გაჩენის დღიდან ესმოდათ: იქნები დამჯერე? - იქნები კაი ქალი. არ იქნები დამჯერე და თან სექსუალობას გამოავლენ ზომაზე მეტად? იქნები ცუდი/ბოზი ქალი! ხოდა, იმეორებენ და კვლავ აწარმოებენ ამ შეგონებას ქალები ისე, რომ ხშირად ვერც ხვდებიან, რომ სხვა ქალების თათხვა და სხვა ქალის მიმართ არასოლიდარულობა მხოლოდ პატრიარქატს აძლიერებს და ქალთა ბორკილებს ამყარებს).

მეორე დიდი ამბავია სხეულის ამბავი. ქალებს გვასწავლეს, რომ მხოლოდ გამხდარი და ტანწერწეტა სხეულია კარგი და მხოლოდ ეგეთ სხეულს შეუძლია იშრიალოს სცენაზე და იქაც დასაშვებია მხოლოდ კდემამოსილი მოძრაობები. მხოლოდ გამხდარ სხეულს შეუძლია იცეკვოს ვნებიანი ტანგო და ისიც მოგუდული სექსუალობით. სხვა სხეულები დაეტიონ მაყურებელთა რიგებში! აჰ, წონა მოგემატა? პატარა ხორცი დაგედო მუცელსა და ბაყვზე? - მაშინ გძულდეს ეგ სხეული, გინდა შენი იყოს და გინდა სხვისი! რომელ ქალსაც ანიტა რაჭველიშვილის სხეული აღიზიანებს, მერწმუნეთ, მას საკუთარი სხეული კიდევ უფრო მეტად სძულს! და ეს ტრაგედიაა.

საბოლოო ჯამში კი, ანიტას ამ ცეკვის დამუნათება ჩვეულებრივი მიზოგინიაა, ანუ ზოგადად ქალის სიძულვილი: ქალის სხეულის, მისი წონისა და ფორმის, ქალის სექსუალობის, ქალური ვნების სიძულვილია და სხვა არაფერი. რას ვიზამთ?! ქალებს ბავშვობიდან გვასწავლიან ქალის სხეულის და სექსუალობის მიუღებლობასა და დათრგუნვას. გგონიათ, გამხდარ ქალებს უყვართ თავიანთი სხეულები და სექსუალობა? არა… ვინც ანიტას უკივის, ის ქალი პირველ რიგში საკუთარ თავს უკივის და უზომოდ სევდიანია ეს ამბავი.

პ.ს. რაც შეეხება კაცებს… ნეტა მხოლოდ ილანძღებოდნენ კაცებიც და არ სცემდნენ და არ კლავდნენ ქალებს… ლანძღვას როგორმე ავიტანთ…" - წერს ბაია პატარაია.