loader

“მაქვს სურვილი, რომ ჩამოვიდე მოსკოვში და მანდ ვცადო ფილმში ბედი ან მე თვითონ დავდგა სპექტაკლი; ჰაერშიც კი ფულს ვიხდი საქართველოში, ასე მგონია!“- ბესო ზანგური რუსეთში მცხოვრებ ქართველებს დახმარებას სთხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მაქვს სურვილი, რომ ჩამოვიდე მოსკოვში და მანდ ვცადო ფილმში ბედი ან მე თვითონ დავდგა სპექტაკლი; ჰაერშიც კი ფულს ვიხდი საქართველოში, ასე მგონია!“- ბესო ზანგური რუსეთში მცხოვრებ ქართველებს დახმარებას სთხოვს

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას მოს­კოვ­ში გეგ­მავს.

“მოგესალმებით, ქართველებო, დიდი სიყვარულით და პატივისცემით. ვინც არ მიცნობთ, ვარ რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური… მაქვს სურვილი, რომ ჩამოვიდე მოსკოვში და მანდ ვცადო ფილმში ბედი ან მე თვითონ დავდგა სპექტაკლი. რუსული და ინგლისური კარგად ვიცი.

მინდა მივიტანო ჩემი პორტფოლიო "მოსფილმსა" და სხვადასხვა სააგენტოში… მინდა დამაკვალიანოთ, რა და როგორ გავაკეთო, რადგან გასტროლზე რომ ჩამოვდიოდი, ყველაფერი მზად მხვდებოდა, ახლა კი ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია… იქნებ იცნობთ ვინმე აგენტს, ვინც მსახიობებს ასაქმებს და ამაში იღებს თანხას, რა თქმა უნდა, ისე არავინ და არაფერი მოძრაობს უკვე… ჰაერშიც კი ფულს ვიხდი საქართველოში, ასე მგონია!

მაქვს იმედი თქვენი კეთილ განწყობის და ჩემი სურვილის გულთან მიტანის. არ დაგაღალატებთ, რადგან ჩვენს ქვეყანაში მგონი წარმატებული არტისტის სახელი მაქვს და მინდა მანდაც ვცადო ბედი, რადგან აქ იყო კარგი მსახიობი, მხოლოდ სახელს ნიშნავს, რომ ხარ კარგი მსახიობი, სხვა არანაირი გასაქანი არ გაქვს… ამ მოკლე სტატუსით იქნებ დიდი საქმე გაკეთდეს ჩემს ცხოვრებაში, რომლის თანამონაწილეც ის ადამიანი გახდება, ვინც დამეხმარება! პატივისცემით და დიდი სიყვარულით საქართველოდან“ - წერს ბესო ზანგური ჯგუფში “ქართველები მოსკოვში“.