loader

რუსეთში, ბაშკირეთში, სამოქალაქო აქტივისტის დაკავების გამო შეტაკებები მოხდა - პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთში, ბაშკირეთში, სამოქალაქო აქტივისტის დაკავების გამო შეტაკებები მოხდა - პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში სამოქალაქო აქტივისტის დაკავების გამო შეტაკებები მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში, ადგილობრივ აქტივისტს, ფაილ ალსინოვს, სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა.

პოლიციასა და შეკრებილ დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა, ხოლო ადგილზე მისულმა სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.

ფაილ ალსინოვის სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურული იყო. სასამართლომ ალსინოვი ეთნიკური ნიშნით სიძულვილის წაქეზებაში დამნაშავედ ცნო. თავად ალსინოვი ბრალს არ აღიარებს.

„დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემ მხარდასაჭერად მოვიდა. ამას არასდროს დავივიწყებ. ჩემს დანაშაულს არ ვაღიარებ. მე ყოველთვის ვიბრძოდი სამართლიანობისთვის, ჩემი ხალხისთვის, ჩემი რესპუბლიკისთვის“, - განაცხადა ალსინოვმა სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ.