loader

“ჩვენ რომ მოგვიწიოს მუშაობა: მე, ჩემს მოადგილეებს, თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული!“ - კახა კალაძემ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზებზე დეტალურად ისაუბრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩვენ რომ მოგვიწიოს მუშაობა: მე, ჩემს მოადგილეებს, თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული!“ - კახა კალაძემ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზებზე დეტალურად ისაუბრა

“ჩვენ რომ მოგვიწიოს მუშაობა: მე, ჩემს მოადგილეებს, თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული!“ - კახა კალაძემ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზებზე დეტალურად ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

„თბილისის მერიას, უშუალოდ თბილისის მერს, არაერთხელ გაუკეთებია განცხადება კონტრაქტორი კომპანიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესში თავს იჩენს კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები. ამიტომ ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი და ხდება კომპანიების გაფრთხილება, დაჯარიმება ან ხელშეკრულების გაწყვეტა.

ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას, თუმცა კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.