loader

საქართველო „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველო „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს

საქართველო „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს.

ვაშინგტონში გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე, რომელსაც „ვენდისის“ აშშ-ისა და 30 სხვა ქვეყნის ფრანჩიზების 2000-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, საქართველოს „ვენდისი“ რესტორნების ქსელის დინამიკური განვითარების, გაყიდვების რეკორდული ზრდის, სტუმრების ნაკადის მნიშვნელოვანი მატების, სწრაფი მომსახურების და სურსათის უსაფრთხოების უახლესი სტანდარტებისთვის დააჯილდოვეს.

„ვენდისმა“ უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრა თავი საქართველოში. 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარება „ვენდისის“ სისტემაში, რომელიც აშშ-ის მიღმა მსოფლიო ბაზრებს მოიცავს, სადაც ლეგენდარული ამერიკული ბრენდის ფრანშიზის მფლობელები მრავალი წელია წარმატებით ფუქნციონირებენ, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად, საამაყო შედეგია. შესაბამისად, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ასობით ადამიანს, ვინც ბრენდის განვითარებაშია ჩართული. ჩვენ ეს წარმატება ერთად შევქმენით. 2024 წელს კიდევ უფრო ამბიციური გეგმებით შევხვდით. მხოლოდ სარესტორნო მიმართულებით „ვისოლ ჯგუფი“ 3000-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას შექმნის და უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად ერთად ვიზრუნებთ.“ - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.