loader

“უძი­ლო, დაღ­ლი­ლი და კი­დუ­რებ-კუნ­თებ-ძვლებნატ­კე­ნი... მაგ­რამ ღირ­და...“ - თედო ბექაური ოჯახზე, ცხოვრებასა და გამარჯვებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“უძი­ლო, დაღ­ლი­ლი და კი­დუ­რებ-კუნ­თებ-ძვლებნატ­კე­ნი... მაგ­რამ ღირ­და...“ - თედო ბექაური ოჯახზე, ცხოვრებასა და გამარჯვებაზე

თედო ბე­ქა­უ­რის ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბა 10 წლის ასაკ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­ვი­და, რო­დე­საც რე­ჟი­სორმა გი­ორ­გი ოვაშ­ვილ­მა ის თა­ვი­სი ფილ­მის­თვის "გაღ­მა ნა­პი­რი“ აღ­მო­ა­ჩი­ნა და მთა­ვა­რი რო­ლის შე­სას­რუ­ლებ­ლად შე­არ­ჩია... ამ როლ­მა პა­ტა­რა მსა­ხი­ობს დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა - რად­გან და­კის­რე­ბულ ამო­ცა­ნას თავი შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­არ­თვა. "გაღ­მა ნა­პი­რით“ თედო არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე გა­იც­ნეს...

თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია - თე­დომ მე­გა­-შოუ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის“ მე-12 სე­ზო­ნი მო­ი­გო. პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მან მე­წყვი­ლე ანნა ბირ­თვე­ლიშ­ვილ­თან ერ­თად და­ი­კა­ვა. გა­მარ­ჯვე­ბულს მთა­ვა­რი პრი­ზი - ბინა ბა­კუ­რი­ან­ში, ერგო. თედო ბე­ქა­უ­რის ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ახლა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რა­ღაც ხდე­ბა...

- შენი თა­ვის იმე­დი გქონ­და, რომ შეძ­ლებ­დი ცეკ­ვას?

- ვფიქ­რობ­დი, რამ­დე­ნად გა­მო­მი­ვა-მეთ­ქი, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე, ვი­მე­დოვ­ნებ­დი, რომ ყვე­ლა­ფერს ვარ­ჯი­შის შე­დე­გად დავ­ხვე­წდი. ისე, ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა უფრო რთუ­ლია, ვიდ­რე სპორ­ტუ­ლი.... მე­წყვი­ლეც კარ­გი შემ­ხვდა, ანნა ბირ­თვე­ლიშ­ვი­ლი. ბი­ჭე­ბი - ირაკ­ლი ძა­ძა­მია და რატი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, კარ­გად მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ სულ ჩემ­თან ხომ არ იყ­ვნენ და ძი­რი­თა­დად მარ­ტო ვმუ­შა­ობ­დი ხოლ­მე... ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში მოვხ­ვდი, ყვე­ლა მეხ­მა­რე­ბო­და.

- ეს სამი თვე რო­გო­რი იყო შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- უძი­ლო, დაღ­ლი­ლი და კი­დუ­რებ-კუნ­თებ-ძვლებნატ­კე­ნი... მარ­თლა ყვე­ლა ძვა­ლი მტკი­ვა, მაგ­რამ ღირ­და... კი­დევ რომ ეკი­თხათ - იცეკ­ვე­ბო?, კი­დევ ვი­ცეკ­ვებ­დი...

- ამ პრო­ექ­ტამ­დე რო­გორ ცხოვ­რობ­დი?

- არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, სამ­სა­ხუ­რი, სახ­ლი... ასე ვი­ყა­ვი... სა­ერ­თოდ, ჩემი სამ­სა­ხუ­რი ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე იყო, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლია... როცა ადა­მი­ანს რა­ღაც გინ­და და ვერ აკე­თებ, თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვერ გრძნობ. ამი­ტომ იმ გა­რე­მო­ში ცოტა მი­ჭირ­და. ხალ­ხსაც უკ­ვირ­და, იქ რომ მხე­დავ­და... მაგ­რამ როცა შე­მო­სავ­ლის სხვა წყა­რო არ გაქვს და გი­ჭირს, რას იზამ?! განაგრძეთ კითხვა