loader

ცნობილია, რომელ ადგილზე გავიდა ხვიჩა კვარაცხელია FIFA-ს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია, რომელ ადგილზე გავიდა ხვიჩა კვარაცხელია FIFA-ს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის

​დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად - ქართველი ფეხბურთელი FIFA-ს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელების ათეულშია.

ლონდონში ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია – The Best FIFA Football Awards 2023 გაიმართა. საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაც. საქართველოს ნაკრებისა და კლუბ „ნაპოლის“ წევრი 7 ქულით სიაში მე-10 ადგილზე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფინალშიც გავიდა და საბოლოოდ მე-17 ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებაზე 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა.

ინფორმაციისთვის: საუკეთესოთა დაჯილდოებაზე რჩეულებს ეროვნულ ნაკრებთა კაპიტნები, მწვრთნელები, მედია და გულშემატკივრები ირჩევენ.

ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.