"ვასაჯაროებთ საგანგაშო ინფორმაციას" - საბა ბუაძის ბრიფინგი
ინფორმაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ნაყიდი უძრავი ქონების ნახევარი რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბუაძის თქმით, მან საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მთელი 2023 წლის განმავლობაში 5000-ზე მეტი გაყიდული ბინიდან 2400-მდე უძრავი ქონების ობიექტი სწორედ რუსეთის მოქალაქეებზე მოდის.