"არ იყო კარგად მაგ დღეს, როცა წავიდა... ალბათ, გაუმწვავდა" - რა ახალ დეტალზე საუბრობს ცოლი იმ მამაკაცზე, რომელსაც თბილისში მეორე დღეა ეძებენ
თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცს, დათი გავაშელს მეორე დღეა ეძებენ.
როგორც „პალიტრავიდეოს“ მისმა მეუღლემ, ლიზა ყარაშვილმა, განუცხადა, დათი გავაშელი ნაცნობებმა ღამის 03:00 საათზე დიღომში, ძაღლთან ერთად იპოვეს, თუმცა მან ძაღლი, რომელიც თან ახლდა, ნაცნობებს მეუღლესთან გაატანა, თავად კი გაიქცა.
"გუშინ ნახეს ბოლოს დიღომში, მას შემდეგ, არსად არ ჩანს, არის ტალახიანი, შეშინებული, გამოუძინებელი. გუშინ, ჩვენმა ახლობლებმა ნახეს, რომლებსაც თვითონ არ იცნობს, რომ გაიგო ვეძებდით ძაღლი ჩემთან გამოატანა, ჩემს მეუღლეს წაუყვაეთო და თვითონ გაიქცა,
დათის მეუღლის თქმით, მას მეტალური პრობლემა ჰქონდა, "არ იყო კარგად იმ დღეს, როცა გაიქცა".
"ასე რომ გაიქცა არ იყო მენტალურად კარგად, ხომ?! სრულიად ადეკვატურად და კარგად იყო წინა დღეებსა და თვეებში. არანაირი პრობლემა არ ჰქონდა და არც მედიკამენტებს იღებდა. ახლა რა მოხდა, არ ვიცი, ეტყობა, გაუმწვავდა. არ იყო კარგად მაგ დღეს, როცა წავიდა" - ამბობს ლიზა ყარაშვილი.