loader

“ბოლო მონაცემით, აცვია შავი ჰუდი, ძაღლი ნაპოვნია...“ - განახლებული ინფორმაცია ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც თბილისში ისევ ეძებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ბოლო მონაცემით, აცვია შავი ჰუდი, ძაღლი ნაპოვნია...“ - განახლებული ინფორმაცია ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც თბილისში ისევ ეძებენ

დათი გავაშელის შესახებ, რომელსაც მეგობრები და ოჯახის წევრები გუშინ საღამოს შემდეგ ეძებენ, განახლებული ინფორმაცია ვრცელდება:

“08:25 მდგომარეობით ისევ იძებნება. სავარაუდო ტერიტორია: აღმაშენებლის ხეივანი.

ბოლო მონაცემით, აცვია შავი ჰუდი და აღარ არის ძაღლთან ერთად.

დაიკარგა ჩვენი მეგობარი დათი გავაშელი. გთხოვთ, ყველამ გააზიაროთ და თუ რამე ინფორმაცია გექნებათ, დარეკეთ: 500500110, 577555800, +995 599 15 55 50, 591000220, 599339338,

პ.ს. ძაღლი ნაპოვნია დიღმის ტრასაზე ვენდისთან. დათიც შემჩნეულია იგივე ტერიტორიაზე.“ - წერს გუგა ხარშილაძე.

თვითმხილველები სოციალურ ქსელში სავარაუდო დეტალებზეც წერენ. მათი თქმით, დათის, რომელიც მოკლემკლავიანი მაისურით იყო გასული, ვიღაცამ შავი დუტის ქურთუკი მისცა და ახლა ის აცვია. ხოლო, როდესაც ხალხი შენიშნა, გაურკვეველი მიმართულებით გაიქცა:

“ჯერ არ უპოვიათ. ბოლო კამერების მონაცემებით, იყო დიღომში, ლუბლიანას 3-ში. დღეს 6 საათზე მიდიოდა ახმეტელის მიმართულებით. ვინმემ თუ სადმე შეამჩნიეთ, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ყველანაირი ინფორმაცია...

დაინახეს, მარა გაიქცა, რო დაუძახეს... ძაღლი უპოვიათ და ბიჭს რო ეძახდნენ, გაიქცაო...

პოსტის ავტორს ველაპარაკე, არ უპოვიათ, ვიღაცამ დაინახაო და დაუძახა თუ არა, ტყისკენ გაიქცაო. აღმაშენებლის ხეივანზე wendys-ის უკან ვეძებთო “- წერენ სოციალურ ქსელში.