“საათ-ნახევარი ცდილობდნენ ექიმები გადარჩენას, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ უშველეს“ - გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში მგზავრი გარდაიცვალა
სოციალურ ქსელში უმძიმესი ამბავი ვრცელდება. როგორც “გლდანის“ ჯგუფის წევრები წერენ, გარდაიცვალა ავტობუსის მგზავრი. მის გადარჩენას ექიმები საათ-ნხევრის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა, უშედეგოდ:
“გარდაიცვალა, დანამდვილებით ვიცი. საათ-ნახევარი ცდილობდნენ ექიმები გადარჩენას, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ უშველეს.
გული გაუჩერდა 348-ში. ბოლოს ვიცი, რომ აპარატზე შეაერთეს“ - წერენ თვითმხილველები.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.