loader

ორი დაღუპული და 20-ზე მეტი დაშავებული - ვრცელდება აფეთქების კადრები ბაქოდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორი დაღუპული და 20-ზე მეტი დაშავებული - ვრცელდება აფეთქების კადრები ბაქოდან

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბინაგადის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახელოსნოში, აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 2 და დაშავდა 24 ადამიანი.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურია მობილიზებული და სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში 3 ადამიანი ცოცხალი იპოვეს და გამოიყვანეს. განხორციელდა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების ევაკუაციაც.

რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.