loader

"უნდა გა­ვამ­ხი­ლო ერთი სა­ი­დუმ­ლო..." - ცნობილმა გინეკოლოგმა და პლასტიკურმა ქირურგმა ლას ვეგასში იქორწინეს: ნინო ჩოგოვაძის და ალექსანდრე კალანტაროვის ამერიკული ქორწილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უნდა გა­ვამ­ხი­ლო ერთი სა­ი­დუმ­ლო..." - ცნობილმა გინეკოლოგმა და პლასტიკურმა ქირურგმა ლას ვეგასში იქორწინეს: ნინო ჩოგოვაძის და ალექსანდრე კალანტაროვის ამერიკული ქორწილი

ცნო­ბი­ლი გი­ნე­კო­ლო­გი, ნინო ჩო­გო­ვა­ძე და ასე­ვე ცნო­ბი­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი, ალექ­სან­დრე კა­ლან­ტა­რო­ვი და­ქორ­წინ­დნენ. ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მათ თა­ვად გა­უმ­ხი­ლეს. ნინო ჩო­გო­ვა­ძემ "იმე­დის" ეთერ­ში თქვა, რომ ახა­ლი წლის ღა­მეს, 31 დე­კემ­ბერს აშშ-ში, ლას ვე­გას­ში იქორ­წი­ნეს.

"ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ახა­ლი წელი გა­ვა­ტა­რეთ მე და სა­შამ ამე­რი­კა­ში, სა­შამ გა­და­წყვი­ტა ასე და იყო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო.

ახა­ლი წლის პე­რი­ო­დი მოგ­ვი­წია ლას ვე­გას­ში ყოფ­ნა, სა­ო­ცა­რი ფე­ი­ერ­ვერ­კი იყო, იქ მარ­თლა სა­ო­ცა­რი ახა­ლი წე­ლია, შად­რევ­ნე­ბი, ფე­ი­ერ­ვერ­კი. გვე­გო­ნა, რომ ჩვენ გვი­ლო­ცავ­დნენ.

უნდა გა­ვამ­ხი­ლო ერთი სა­ი­დუმ­ლო, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ გვე­ქორ­წი­ნა", - ამ­ბობს ნინო ჩო­გო­ვა­ძე.

კი­თხვას, - "ლას ვე­გას­ში ხელი მო­ა­წე­რეთ?", მან და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი გას­ცა."ასე­თი სი­ურპრი­ზი მო­ა­წყო სა­შამ. სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა, წი­ნას­წარ და­უ­გეგ­მია ყვე­ლა­ფე­რი სი­ურპრი­ზად.

მი­დი­ხარ, გა­დე­ბი­ნე­ბენ ფიცს. ორი­ვემ დავ­დეთ ფიცი. ქორ­წი­ლი და­ნიშ­ნუ­ლი იყო 31-ის ღა­მეს, მოგ­ვა­კი­თხა ლი­მუ­ზინ­მა..." - ამ­ბობს ნინო ჩო­გო­ვა­ძე.

ცნო­ბილ ექიმს "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე არა­ერ­თი ფოტო აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, სა­დაც მისი და ალექ­სან­დრე კა­ლან­ტა­რო­ვის ამე­რი­კუ­ლი ვო­ი­ა­ჟია აღ­ბეჭ­დი­ლი.

წყარო:https://www.ambebi.ge/article/304470-saidumlo-unda-gavamxilo-cnobilma-ginekologma-d/?fbclid=IwAR1IsJ0aikXYppjds3XWMGxTOpSMVSAJJKOsuD-WlTtHbfanfdpg6wP3ZUA