loader

ანასტასიას ემოციები მაყურებლის რეაქციის შემდეგ - ოქროს მერე, უკვე ვერცხლიც: ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს წარმომადგენელი ისევ ევროპის ჩემპიონატის პიედესტალზეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანასტასიას ემოციები მაყურებლის რეაქციის შემდეგ - ოქროს მერე, უკვე ვერცხლიც: ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს წარმომადგენელი ისევ ევროპის ჩემპიონატის პიედესტალზეა

ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რო­მე­ლიც ლი­ე­ტუ­ვას ქა­ლაქ კა­უ­ნას­ში იმარ­თე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვლა გრძელ­დე­ბა. სპორ­ტულ წყვი­ლებ­ში ანას­ტა­სია მე­ტელ­კი­ნა-ლუკა ბე­რუ­ლა­ვას შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მოს­ვლი­სა და ვერ­ცხლის მედ­ლის შემ­დეგ, ასე­ვე ვერ­ცხლი მო­ი­პო­ვა ერ­თე­ულ­თა თან­რიგ­ში მო­ას­პა­რე­ზე ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვამ, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­სუ­ლი წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­ლავთ. მოკ­ლე პროგ­რა­მის შემ­დეგ ანას­ტა­სია მე-3 ად­გილ­ზე იყო, თუმ­ცა თა­ვი­სუ­ფალ პროგ­რა­მა­ში შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მოს­ვლის შემ­დეგ მან მე­ო­რე ად­გილ­ზე გას­ვლა შეძ­ლო. ულა­მა­ზე­სი პროგ­რა­მა ანას­ტა­სი­ამ უშეც­დო­მოდ, სა­ოც­რად შთამ­ბეჭ­და­ვად და ემო­ცი­უ­რად წარ­მო­ად­გი­ნა. თა­ვი­სუ­ფალ პროგ­რა­მა­ში ანას­ტა­სი­ამ 137, 56 ქულა და­იმ­სა­ხუ­რა, ორი პროგ­რა­მის ჯამ­ში კი 202.52 ქულა და­აგ­რო­ვა.