loader

"ნებართვით ფოტო გადავუღე, მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა ბევრი იცნობდეს ამ კაცს - სახელად სიკეთე. ყველამ აუცილებლად გავაზიაროთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნებართვით ფოტო გადავუღე, მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა ბევრი იცნობდეს ამ კაცს - სახელად სიკეთე. ყველამ აუცილებლად გავაზიაროთ"

სოციალურ ქსელში გულსამაჩუყებელელი ამბავი ვრცელდება.

"არ შემეძლო არ დამეწერა... ამ საოცარმა ადამიანმა დღეს, რაღაც შეცვალა ჩემში რაც სულ მემახსოვრება. - დიდუბის ე.წ. "ოკრიბას" ა/სადგურში "ბუბლიკებს" მთავაზობდა შესაძენად. ტკბილეული არ მინდოდა და მისი საფასური - ხურდა ვაჩუქე. მიკროავტობუსიდან მოსაწევად ჩავედი და ვხედავ, რომ ეს კაცი! ადამიანი! ერთ შეკვრა ტკბილეულს იქვე მყოფ ყავარჯნიან ახალგაზრდა კაცს სჩუქნის მომიბრუნდა და ძალიან ბედნიერი სახით მითხრა იმას ვაჩუქეო მოკლედ, ცოტა გულაჩუყებული, გამთბარი და ჩაფიქრებული ვმგზავრობ დასავლეთისკენ. მისი ნებართვით ფოტო გადავუღე, მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა ბევრი იცნობდეს ამ კაცს - სახელად სიკეთე. ყველამ აუცილებლად გავაზიაროთ, - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.