loader

როგორ უპასუხა მაია დარსმელიძემ ხათუნა ჟორდანიას საჯარო კრიტიკას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ უპასუხა მაია დარსმელიძემ ხათუნა ჟორდანიას საჯარო კრიტიკას?

მომ­ღე­რა­ლი ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია დარსმე­ლი­ძეს და­უ­პი­რის­პირ­და. ამის მი­ზე­ზი დარსმე­ლი­ძის მიერ ზურა ხა­ჩი­ძე­ზე, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რია. კერ­ძოდ, დარსმე­ლი­ძემ მატ­რო­ნას ხა­ტის გარ­შე­მო ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟ­ზე, ხა­ჩი­ძის პოს­ტის "სქ­რი­ნი" გა­მო­აქ­ვეყ­ნა, წარ­წე­რით: "ქოცი სთა­რე­ბი ახალ ორ­მოზ­დარ­ვას ხო­და­მენ".

დღეს ჟორ­და­ნი­ამ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც დარსმე­ლი­ძეს აფრ­თხი­ლებს, რომ მისი ოჯა­ხის ხსე­ნე­ბა "აღარ გა­ბე­დოს"

"როგორ ვცდილობ, რომ ზიზღი, რომელმაც ასე მოიცვა სოც. ქსელი, ჩემს გულში არ შემოვუშვა ….რატომ გახდა საქართველოში, ღმერთის სიყვარული დასაცინი??? რატომ არის ტრენდული, ადამიანის შეურაცხყოფა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ეკლესიის და ღმერთის მოყვარულია???Maia Darsmelidze, კიდევ ერთხელ გავითვალისწინებ, შენს შვილს და Stephane Mgebrishvili, და რასაც წარმოადგენ, არ ჩამოგითვლი აქ( ისედაც ყველამ იცის)მაგრამ, გაფრთხილებ!!!!!ჩემი ოჯახის ხსენება აღარ გაბედო!!!!!!!!სწორედაც, ღმერთმა გადამარჩინა და თუკი, წმინდანების სიყვარულს ატარებენ ჩემი შვილები და ჩემი ქმარი გულით, ამასაც უფლის დიდ წყალობად ვთვლი!!!!" - წერს ხათუნა ჟორდანია.

ჟორდანიას დარსმელიძე გამოეხამურა.

1. დაილოცოს ჯანმრთელობის მდგომარეოაბით სპეკულაცია. წერე რაც გინდა და გადახდილია 2. დაილოცოს ღრმადმორწმუნე ნიღაბს ამოფარებული ძაან ზოგადი და ტუფლთა ფანტაზიაზე აგებული ცილისწამება.იტყვი, რომ ყველამ იცის, რას წარმოვადგენ და არ დააკონკრეტებ, რადგან ყლ....ისთვის საკმაოდ ეფექტური ჰედლაინია.

დაილოცოს ერთუჯრედიანების ჟრიამული, რომელიც ბრმად აგყვება, იმიტომ, რომ ჯგუფში გავრცელდა, რომ დახმარებაა საჭირო ხოო, აქვე ვწერ, რომ არავისი ცუდი არ გამიხარდება და ჯანმრთელობას ვუსურვებ…მარააა…)თქვენთან ერთად მინდა ვიმსჯელო, ნეტა რას წარმოვადგენ… პუნქტებად

1. ხათუნა ჟორდანიას ერთად და ცალ-ცალკე აღებულ მთელ ოჯახზე მინიმუმ უკეთესად ვმღერი;

2. არასოდეს მქონია ქოცობით მოპოვებული სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის სავარძელი;

3. არასოდეს მიზიდავდნენ ალფონსები;

4. არც ერთი სისხლისღვრა არ მიმაჩნია საუკეთესოდ;

5. შოკოლადს მირჩევნია სამშობლო;

6. არასოდეს მიზიდავდა იაფფასიანი პოპულიზმით მიღწეული “კაი ადამიანის” იმიჯი;

7. სხვის რელიგიურ გრძნობებს პატივს ვცემ და არასოდეს შეურაცხვყოფ, მარა მძაგს ბნელი ფანატიზმი;

8. ყველაზე დიდი ღმერთი არის სინდისი, რომელიც სულ თან დამაქვს;

9. სამარცხვინოს უნდა დასცინო და არავის ვკითხავ, როდის და რომელ ბნელ მავნებელს ან სასარგებლო იდიოტს დავცინებ;

10. ყ...ური “კოლეგიალობის” ან ვინმეს ხათრით არაფერზე დამიხუჭავს თვალი და არასოდეს ვყოფილვარ უსამართლო..და რავი მე

11 ც, ყოველი შემთხვევისთვის - არც ერთ კონტექსტში არ მიბოზია არასოდეს.იქნებ ასე მაინც მოგანდომო “ჩემზე ყველამ რაც იცის”, იმის ჩამოთვლა.მართლა გულწრფელად მაინტერესებს, რა “კომპრომატებია” ჩემზე, - წერს დარსმელიძე.